roomi · კონფიდენციალურობა
შენი ფოტო და დიზაინები
ახალი გადახდა ამჟამად მიუწვდომელია. უკვე გადახდილ მომხმარებლებს შეკვეთის გაგრძელება შეუძლიათ.
ანგარიში
ავტორიზაციისთვის ვიყენებთ ელფოსტასა და პაროლს. სესიის ქუქი საჭიროა, რომ ანგარიშში შეხვიდე და შენს მონაცემებზე მხოლოდ შენ გქონდეს წვდომა.
ფოტო და შედეგები
შეკვეთისას ატვირთული ოთახის ფოტო, ექვსი დიზაინი და ქართული PDF შენს ანგარიშთან დაკავშირებული პირადი ფაილები იქნება. ფოტოს დიზაინის შესაქმნელად გამოვიყენებთ. არჩეული სტილები და კატალოგის დონე შედეგს განსაზღვრავს.
ფაილები შეკვეთაში მითითებულ ვადამდე, მაქსიმუმ 30 დღის განმავლობაში ინახება. ვადის გასვლისას მათზე წვდომა წყდება და ავტომატური წაშლის რიგში გადადის. ატვირთვამდე შენახვის პირობებზე თანხმობას მოგთხოვთ.
გადახდა
ონლაინ გადახდას ამუშავებს საქართველოს ბანკის დაცული გვერდი. ჩვენ ვინახავთ გადახდის ID-ს, თანხას, ვალუტას, მდგომარეობას და შეკვეთასთან კავშირს ანგარიშსწორებისა და მხარდაჭერისთვის. ბარათის სრული მონაცემები roomi-ს სერვერზე არ შემოდის.
კონტაქტი
მონაცემებთან დაკავშირებით დაგვიკავშირდი:
ი/მ გიგი ალადაშვილიი. ხვიჩიას 17, თბილისი
+995 593 16 33 76
support@roomi.ge